четверг, 15 августа 2013 г.

თამარს ვაქებდეთ მეფესა

პროექტის სახელწოდება:“თამარს ვაქებდეთ მეფესა“
პროექტის მთავარი იდეა(თემა)1-2 წინადადებით:მოსწავლეები ნაკლებად კითხულობენ არაპროგრამულ მასალას, არ იცნობენ ქართველი  მეფეების ცხოვრებას.
პროექტის აქტუალობა:ამ სასწავლო პროექტზე მუშაობისას მოსწავლეები გაიაზრებენ, რომ თამარ მეფე იყო უძლიერესი მეფე და აღეძრებათ სურვილი შეისწავლონ არა მხოლოდ  თამარ მეფის ცხოვრება,არამედ სხვა მეფეების ცხოვრებაც.
პროექტის მიზნები: ბავშვები მიეჩვიონ კვლევა-ძიებას, გაეცნონ თამარ მეფის მეფობის ხანას, დაინტერესდნენ მასზე შექმნილი ლექსებით,შეიყვარონ წიგნის კითხვა, განივითარონ ჯგუფური მუშაობის უნარ- ჩვევები.
 მონაწილეთა ასაკი: 8-9 წლის.          
ვადები/ხანგძლივობა:1 თვე
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: მოსწაავლეების დიდი ინტერესის გამოვლენა თამარ მეფისა და საერთოდ მეფეების ცხოვრებისა. მოხდება მოთივაციის აღძვრა: კითხვის აზროვნების, წერის, ისტ-ის გამოყენების უნარების განვითარება, ურთიერთთანამშრომლობა.
პროექტისათვის საჭირო ძირათი რესურსები: ციფრული აპარატი, ფოტო ალბომი, სტენდი,საკანცელარიო ნივთები, მიკრო ავტობუსი, ვიდეო კამერა, სურსათი, პროექტორი, კომპიუტერი.
პროექტის მსვლელობა(ძირითადი აქტივობები):1.მომზადდეს და ჩატარდეს ღონისძიება თამარ მეფის შესაებ. 2. მოეწყოს ექსკურსია გელათსა და  ორპირის ტაძრებში.3. ღონისძიების მომზადება. 4.ღონისძიების ჩატარება.5. ექსკურსიისთვის მზადება.6.ექსკურსიის მოწყობა.7. ჩატარებული მუშაობის პრეზენტაცია.
 საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
პროექტის ხელმძღვანელი(მასწავლებელი): ნინო მუშკუდიანი
ხელმძღვანელის ელ-ფოსტა: n.mushkudiani24@gmail.com

პროექტის ვებ-გვერდი/ ბლოგი: nmushkudiani24blogspot.com

среда, 14 августа 2013 г.

ნინო მუშკუდიანი

მე ნინო მუშკუდიანი დავიბადე 1975 წლის 24 იანვარს ტყიბულის რაიონის სოფელ გელათში.